სარემონტო სამუშაოების გამო, 14 ნოემბერს, 10 საათიდან 16 საათამდე, ისნის და სამგორის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. 
როგორც “ნიუსპრესს” კომპანია “თელასიდან” აცნობეს, შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის X კვარტლის, მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ჯავახეთის, თრიალეთის, ედისის, ქაიროს, გაბაშვილის, კალოუბნის და შუამთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
აბონენტებს ელექტრომომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად აღუდგება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












