ქვესადგურში „ნავთლუღი-2“ სარემონტო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს,10 საათიდან 16 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრეს“ კომპანია თელასიდან აცნობეს, შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), ასევე გახოკიძისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგია შეეზღუდებათ აგრეთვე ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის და ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს.
აბონენტებს ელექტრომომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

















