დღეიდან თელავის მომხმარებლებს სილქნეტი სატელეფონო, ინტერნეტ და სატელევიზიო სერვისებს ოპტიკური ტექნოლოგიით შეთავაზებს. აბონენტებისთვის კი ამოქმედდება სპეციალური პირობები, პაკეტები და ტარიფები.
როგორც „ნიუსპრესს“ სილქნეტიდან აცნობეს, ოპტიკურ სატელეფონო მომსახურებაზე (voip) სააბონენტო გადასახადი 5 ლარით განისაზღვრა. მომხმარებელს, ოპტიკურ ტექნოლოგიაზე გადასვლის შემთხვევაში, უნარჩუნდება ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებაზე არსებული სანომრე რესურსი. ოპტიკური სახლის ტელეფონსა და ინტერნეტზე 2013 წლის 1 მაისამდე ერთდროულად დარეგისტრირების შემთხვევაში აბონენტები (ფიზიკური პირი) უფასო ინტერნეტ ინსტალაციით ისარგებლებენ.
ასევე აბონენტებს, რომლებიც ოპტიკური სილქ ტვ–ის მომსახურებაზე რეგისტრაციას გაივლიან 2013 წლის 1 მარტამდე, არ დაერიცხებათ პირველი თვის სააბონენტო გადასახადი. მათთვის შექმნილია სილქ ტვ–ს ახალი პაკეტი ,,რეგიონი“, რომელიც მოიცავს ქართულ და უცხოურ არხებს: საბავშვო, კინოს, სპორტის, შემეცნებითი და ჰობის თემატიკით. პაკეტის ყოვლთვიური ღირებულება 10 ლარს შეადგენს.

















