ოკუპაციის მუზეუმთან დღეს, ერეკლე მეორის საზოგადოების ინიციატივით, საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ერეკლე მეორის საზოგადოებიდან აცნობეს, აქციის მონაწილეების მოთხოვნა, ოკუპაციის მუზეუმის დახურვა იქნება.
„მიგვაჩნია, რომ საქართველო, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, მრავალჯერ იყო ოკუპირებული და ასეთი ლოგიკით აუცილებლად უნდა არსებობდეს სპარსეთის, არაბეთის,მონღოლეთის, ოსმალეთის და კიდევ სხვა იმპერიათა ოკუპაციის მუზეუმები, რაც არა მხოლოდ აბსურდულია, არამედ ეკონომიური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია. ოკუპაციის მუზეუმის ისტორია უჩვენებს, რომ მის სანახავად დადიოდა არა მოსახლეობა ან ჩვეულებრივი ტურისტი, არამედ მხოლოდ სამთავრობო დაწესებულებების მიერ მოყვანილი ორგანიზებული ჯგუფები და უცხოური ოფიციალური დელეგაციები, ამასტან, ხშირად საკუთარი ნების წინააღმდეგაც“ - ნათქვამია ერეკლე მეორის საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციის მონაწილეები ღონისძიებაზე ასევე მოითხოვენ ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებას და ამ კანონის საფუძველზე დაპატიმრებული რუსი, უკრაინელი და სხვა ქვეყნების მოქალაქეების გათავისუფლებას.

















