თბილისის მერია “სატრანსპორტო კომპანიის“ მართვას საქართველოს მთავრობას სთავაზობს.
მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ინიციატივის მიზანია, რომ შეწყდეს ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვა, ქალაქში აღდგეს მოძრაობა და თბილისელებმა შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება.
აღნიშნული ინიციატივა დედაქალაქის მერმა ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიისთვის ინტერვიუს მიცემის დროს გააჟღერა.
თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვა მე-5 დღეა გრძელდება. მძღოლების ძირითად მოთხოვნას შრომის ანაზღაურების გაზრდა წარმოადგენს.

















