სარემონტო სამუშაოების გამო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, შეზღუდვა შეეხება - საქსოფმანქანის, მეფრინველეობის ფაბრიკის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ აბონენტებს ელექტრომომარაგება ეტაპოვრივად აღუდგება.

















