სამგორის რაიონის ნაწილს და მუხიანის მიკრორაიონებს ელექტრომომარაგება ხვალ დროებით შეეზღუდება
18:16 09.11.2012
სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო ხვალ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე სამგორის რაიონის ნააწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
როგორც„ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის II კვარტლის, სამრეწველო დასახლების, გიორგი ნადარეიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
Gქვესადგურში - მუხიანი” გეგმიური-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალვე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება მიუხიანის IV და IV ბ მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.