თბილისში ავტობუსის მძღოლების გაფიცვას განაგრძობენ.
გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს.
მძღოლების უმთავრეს მოთხოვნას დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან შრომითი პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მომატება წარმოადგენს. მათ აღნიშნულთან დაკავშირებით, 16-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ შემუშავებული.
თუმცა როგორც გაფიცვის დაწყების დღესვე "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა ლევან კოპლატაძემ გააცხადა, მძღოლებისთვის ხელფასების გაზრდა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან კომპანიას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია. მან მძღოლებს მუშაობის აღდგენისკენ მოუწოდა.
მოწოდების მიუხედავად მძღოლებმა გაფიცვის შეწყვეტაზე უარი თქვეს. წუხელ ისინი მთავარ პროკურატურაში მივიდნენ და განცხადება შეიტანეს. მძღოლები ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რომელთაც მათ არაადამიანური შრომითი პირობები შეუქმნეს.

















