,,რასიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძლოლის’’ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართველებსა და საქართველოში მცხოვრებ რვა სხვადასხვა ეთნიკურ და ნაციონალურ უმცირესობების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ საფეხბურთო გუნდებს შორის ტურნირი
ჩატარდება.
პროექტი - „ერთად დავამარცხოთ ფაშიზმი და რასიზმი - გამოხატე შენი პოზიცია“ ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი’’–სა და „Fare network“-ის ორგანიზებით ხორციელდება.
ღონისძიების მიზანს, გარდა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა, წარმოადგენს ასევე, ხელი შეუწყოს ჩართულობის, ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და ტოლერანტობის პოპულარიზებას.
როგორც „ნიუსპრესს“ აცნობეს, ტურნირი, ტექნიკური უნივერსიტეტის საფეხბურთო მოედანზე, 12:00 საათზე გაიმართება.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.

















