გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთი
უბანი ხვალ წყალს შეზღუდვით მიიღებს.
როგორც „ნიუსპრესს“კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-დან აცნობეს დაზიანებული მაგისტრალური წყალსადენის დიღმის ველზე გამავალ მონაკვეთზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთი უბანი, ხვალ 11საათიდან 10 ნოემბრის 9:00საათამდე , წყალს შეზღუდვით მიიღებს.
კერძოდ, წყალმომარაგება შეუწყდება, შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, კეკელიძის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის,
ცხვედაძის, დარიალის, გოგებაშვილის, კერესელიძის, გუნიას, გალის, მაყაშვილის, კოჯრის,
ოქროყანის, შინდისის, წავკისის, მესხისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.
ასევე ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ფერდობებს, ბაგებს, ჭავჭავაძის N75-ს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებს
დიდი დიღმის დასახლება, ნუცუბიძის ქუჩა, მთაწმინდისა და ვაკის ზედა ქუჩები.

















