20-25 ნოემბერს თბილისში მე-15 საერთაშორისო „ჯაზ-ფესტივალი“ გაიმართება.
როგორნც „ნიუსპრესს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალში მონაწილეობენ - სამი გრემის მფლობელი- დი დი ბრიჯვოტერი, ჯეკ დიჯონეტი, ნილს ლანდგრენ ფანკ იუნითი და 18 გრემის მფლობელი ჩიკ კორეა.
ფესტივალის განრიგის მიხედვით მაყურებლის წინაშე წარდგებიან - 20 ნოემბერს Dee Dee Bridgewater, 23 ნოემბერს – Jack DeJohnette Group, 24 ნოემბერს Nils Landgren Funk Unit და 25 ნოემბერს – THE CHICK COREA TRIO with Christian Mcbride & Blade.
ფესტივალი კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“-ს ორგანიზებით თბილისში უკვე რამდენიმე წელია ტარდება.

















