ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ღვინის აკვანი“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, ფილმი ეხება ქართველების როლს ვაზისა და ღვინის კულტურის შექმნასა და ჩამოყალიბებაში. ფილმში მონაწილეობენ ქართული თეატრისა და კინოს მსხაიობები - კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ჯემალ ბაღაშვილი, ვანიკო მაჭავარიანი, ვახტანგ ცხადაძე. მაყურებელი გაიცნობს აგრეთვე ცნობილ მეცნიერებს, მევენახეებს და მეღვინეებს.
რეჟისორთან ერთად ფილმის ჩვენებას სტუდენტები, უნივერსიტეტის პროფესორები, ფილმის სცენარის ავტორი - კოტე ჯანდიერი, კომპოზიტორი - ნოდარ მამისაშვილი და ოპერატორი - დავით გუჯაბიძე დაესწრებიან.

















