სტუდენტებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა, თბილისის მასშტაბით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატრა.
მათი ინფორმაციით, გამოკითხვების შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა, სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანის კანდიდატურას უჭერს მხარს.
კვლევის ჩატარებაში სტუდენტთა ჯგუფს ტექნიკური სახის დახმარება პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გაუწია.
დასმულ კითხვაზე, სახალხო დამცველობის რომელ კანდიდატს უჭერდნენ მხარს, მოსახლეობის 67.99%-მა დიმიტრი ლორთქიფანიძე დაასახელა.
გელა ნიკოლეიშვილმა ხმათა 18.32%, ლია მუხაშავრიამ 9.71%. თამარ გურჩიანმა კი - 3.97% მიიღო.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, კითხვარში არ იყო შეტანილი უმრავლესობის მიერ გუშინ დასახელებული კანდიდატი ნინო ხატისკაცი.

















