„ლიბერთი ბანკი“ და „მაგთი“ მომხმარებელს ერთობლივ სიახლეს სთავაზობს                            
    
													                            
                                12:30 08.11.2012                            
                        
                
                    
                             
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი" მომხმარებელს ერთობლივ სიახლეს სთავაზობს. 
 
დღეიდან „ლიბერთი ბანკის“ და „მაგთიკომის“ აბონენტებს ნებისმიერი ტიპის ტელეფონიდან შესაძლებლობა აქვთ მართონ საკუთარი S მარტივი ანგარიში, SmartPay სერვისის საშუალებით.
„SmartPay“ მენიუს დახმარებით შესაძლებელია როგორც საკუთარი, ისე „მაგთის“ სხვა აბონენტის ბალანსის შევსება, S მარტივი კალათის დავალიანების გადახდა, შეამოწმონ Sმარტივი ბალანსი, გადარიცხონ თანხა საკუთარი Sმარტივიდან სხვა Sმარტივზე და გადაიტანონ თანხა Sმარტივიდან მასზე მიბმულ „eMoney“ საფულეზე და პირიქით.
S მარტივი ანგარიშის შევსება შესაძლებელია სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან, „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერი ფილიალიდან VISA და MasterCard ბარათებიდან.          Sმარტივი ანგარიშის გადაბმა შესაძლებელია პირველ ქართულ ელექტრონულ საფულესთან „eMoney“ და საერთაშორისო ელექტრონულ საფულესთან „WebMoney“.