საპატრიარქოს მხარდაჭერით კომპანია „ტენტორიუმი“ პროექტს „მე მიყვარს ფუტკარი“ განახორციელებს.
ღონისძიება დღეს საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, პროექტის მიზანია, საქართველოში შენარჩუნდეს ფუტკრის მოვლის კულტურა და მოზარდებში მისი გამაჯანსაღებელი პროდუქტების ყოველდღიური გამოყენება დაინერგოს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის 20-მდე კერძო სკოლის მოსწავლე. ბავშვები წარმოადგენენ ხელით ნაკეთ ნივთებს და წაიკითხავენ თემებს, საუკეთესო ნამუშევარს კი ჟიური გამოავლენს.
პროექტში მონაწილე ყველა სკოლას სიგელი, ხოლო მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემა.

















