„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შემოსავლების სამსახური შევიდა
14:49 07.11.2012
„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შემოსავლების სამსახურის გეგმიური აუდიტი დაიწყო. ამის შესახებ არხის ხელმძღვანელმა გიორგი ჭანტურიამ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჭანტურიას თქმით მსგავსი შემოწმება 2011 წელსაც განხორციელდა, მომდევნო შემოწმება კი გეგმის მიხედვით 2013 წელს უნდა მომხდარიყო.
მისივე განცხადებით, მან კონტროლის პალატის წარმომადგენლებს მოსთხოვა გეგმა, რომლის თანახმადაც არხის აუდიტი უნდა განხორციელდეს, თუმცა მათ ეს გეგმა ვერ წარმოადგინეს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს მხოლოდ ფინანსთა მინისტრის გუშინდელი ბრძანებულება“ - აღნიშნა ჭანტურიამ.
ჭანტურიას თქმითვე ის ეცდება აუდიტის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს.
მისივე განცხადებით, აღნიშნული ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულფასოვან მუშაობას და არხი ჩვეულ რეჟიმში გაანაგრძობს ფუნქციონირებას.