ეროვნულმა არქივმა ბალეტმეისტერ ალექსი ჭიჭინაძის კოლექცია შეიძინა                             
    
													                            
                                12:21 07.11.2012                            
                        
                
                    
                             
საქართველოს იუსრიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა კერძო პირისგან  ქართველი ბალეტის მსახიობისა და ბალეტმეისტერის ალექსი ჭიჭინაძის კოლექცია შეიძინა. კოლექცია 1932-1967 წლებში გადაღებულ ფოტონეგატივებს აერთიანებს.   
მასალაში თავმოყრილია XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საბალეტო ცხოვრების ამსახველი ექსპონატები. კოლექციაში ასევე დაცულია რამდენიმე ფერადი კადრი ფილმიდან „ქართული ბალეტის ოსტატები“. 
დღეიდან კოლექცია ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში იქნება დაცული.