ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს 17:00 საათზე პოეტ თამაზ ბაძაღუას ლექსების პრეზენტაცია გაიმართება.
ლექსების კრებული სახელწოდებით - „100 ლექსი“ გამომცემლობა“ ინტელექტმა“გამოსცა. როგრც „ნიუსპრესს“ უნივერსიტეტიდან აცნობეს თსუ-ს ბიბლიოთეკასთან ფუნქციონირებას იწყებს აგრეთვე კლუბი „93-ე აუდიტორია", რომლის მიზანსაც მივიწყებული ტრადიციის აღდგენა - უნივერსიტეტელი მწერლების, პოეტების, ლიტერატორების შემოქმედებითი საღამოების გამართვა და თაობებს შორის დიალოგის ხელშეწყობა წარმოადგენს.
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












