თბილისიში არსებულ რამდენიმე ობიექტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მიწისქვეშა საშუალო წნევის ავარიული გაზსადენის აღდგენასთან დაკავშირებით, დილის 10:00 სთ-დან გაზმომარაგება შეუწყდება თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალს, ძველი თბილისის რაიონის პოლიციის განყოფილებას და #46-ე საჯარო სკოლას.
ამავე პერიოდში გაზს ვერ მიიღებს ოპერისა და ბალეტის შენობა, ბროსეს ქუჩაზე, #2- ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული კვებისა და სამრეწველო ობიექტები.
„ყაზტრანს-გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.
ობიექტებს გაზმომარაგება 16:00 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგებათ.

















