თბილისიში არსებულ რამდენიმე ობიექტს გაზმომარაგება  დროებით შეეზღუდება.      
როგორც „ნიუსპრესს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს,  მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მიწისქვეშა საშუალო წნევის ავარიული გაზსადენის აღდგენასთან  დაკავშირებით, დილის 10:00 სთ-დან გაზმომარაგება შეუწყდება თაბუკაშვილის ქუჩაზე  მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალს, ძველი თბილისის რაიონის პოლიციის განყოფილებას და #46-ე საჯარო სკოლას.
ამავე პერიოდში გაზს ვერ მიიღებს ოპერისა და ბალეტის შენობა, ბროსეს ქუჩაზე,  #2- ში მდებარე  საცხოვრებელი კორპუსი და აღნიშნულ ტერიტორიაზე  განთავსებული კვებისა და სამრეწველო ობიექტები.
„ყაზტრანს-გაზი“ აბონენტებს  მოუწოდებს  გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.
ობიექტებს გაზმომარაგება  16:00 საათიდან,  ეტაპობრივად აღუდგებათ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












