ხვალ გლდანის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 
როგორც „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს,  შეზღუდვა  ქვესადგურებზე  „მუხიანი“და „გლდანი-220“-ზე  სარემონტო სამუშაოების  ჩატარების აუცილებლობითაა გამოწვეული. 
ქვესადგურ „მუხიანის“  სარემონტო   საუმუშაოების გამო შეზღუდვა შეეხება თემქის III მიკრორაიონის V კვარტლის, XI მიკრორაიონის  III  კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ქვესადგურ„გლდანი-220„-ზე   მრიცხველების გამოტანის გამო   11:00 საათიდან 17:00 საათამდე  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  გლდანის I, VII, VIII  მიკრორაიონებსა და  ხიზანიშვილის ქუჩას.
„თელასის“ ცნობით, აბონენტებს ელექტრომომარაგება  სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე  აღუდგებათ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












