ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „მედიაციის განვითარების თანამედროვე პერსპექტივები“ მიმდინარეობს.
ღონისძიებას უნივერსიტეტი, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), კორპორაცია ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივისა და მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ატარებს.
როგორც „ნიუსპრესს უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენციაზე მოხსენებით მედიაციის სფეროში აღიარებული პროფესორები და პრაქტიკოსები წარსდგებიან.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად საერთაშორისო კონფერენციის მხარდაჭერას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
კონფერენცია დღეს გაიხსნა და რვა ნოემბრამდე გაგრძელდება.

















