თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 8 ნოემბერს, ლივიო ძერბინის, გელა გამყრელიძის და თემურ თოდუს წიგნის - „რომაელები ოქროს საწმისის ქვეყანაში“ პრეზენტაცია გაიმართება.
„რომაელები ოქროს საწმისის ქვეყანაში“ იტალიურ ენაზეა დაწერილი და საქართველო-რომის იმპერიის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს ეძღვნება.
სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, მონოგრაფიაში, საქართველოში რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსიაა განხილული.
ნაშრომში გაშუქებულია ასევე „რომანიზაციის“ პროცესები საქართველოში.
წიგნის პრეზენტაცია 17 საათზე გაიმართება.

















