თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 8 ნოემბერს, ლივიო ძერბინის, გელა გამყრელიძის და  თემურ თოდუს წიგნის - „რომაელები ოქროს საწმისის ქვეყანაში“ პრეზენტაცია გაიმართება.    
 „რომაელები ოქროს საწმისის ქვეყანაში“ იტალიურ ენაზეა დაწერილი და საქართველო-რომის იმპერიის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს ეძღვნება.
სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით,   მონოგრაფიაში, საქართველოში რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსიაა განხილული. 
ნაშრომში გაშუქებულია ასევე „რომანიზაციის“ პროცესები საქართველოში. 
წიგნის პრეზენტაცია 17 საათზე გაიმართება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












