საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 21 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხვაში მონაწილე პირთა 81,8 პროცენტი მიიჩნევს, რომ
საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად საზოგადოების ინტერესს არ გამოხატავს.
კითხვაზე, „გამოხატავს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად საზოგადოების ინტერესს?“, გამოკითხის მონაწილეთა 81,8 პროცენტმა უარყოფითი პასუხი გასცა, 14,3 პროცენტი კი კითხვას დადებითად პასუხობს.
ამასთან, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 3,9 პროცენტს გაუჭირდა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ შემდეგი გამოკითხვის თემა იქნება - უნდა გაუქმდეს თუ არა საქართველოში ოკუპაციის მუზეუმი?

















