საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბრის 11:00 საათიდან 7 ნოემბრის 06:00 საათამდე წყალმომარაგება ლიუბლიანას ქუჩის ბოლო ნაწილს, „დიღომი 7“-ს, „დიღომი 8“-ს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებებს და აშშ-ის საელჩოს შენობას შეუწყდება.
წყალი არ მიეწოდებათ აგრეთვე თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე II-ის, ყავლაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყლის მიწოდება შეფერხდება აგრეთვე
ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ნუცუბიძის ქუჩასა და ფერდობებზე, ბაგებში, ვაკის ზედა დასახლებაში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, კოჯორში, კიკეთში, წყნეთში, წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში.
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, კომპანია შეეცდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება მაქსიმალურად მოკლე დროში დაასრულოს.

















