დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 16:00 საათამდე გლდანის VI მიკრორაიონს, დაბა წყნეთს, არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის და მიმდებარე ქუჩებს, ნავთლუღის დასახლებას, ჯიქიას, ხარაბაძის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგია პეკინის გამზირის ნაწილს, კოსტავას, ბახტრიონის, იყალთოს და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა 10-დან 17:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის, შავგულიძის და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 10-დან 18:00 საათამდე გლდანის მასივის IV მიკრორაიონს, თემქის IV მიკრორაიონს, კახიანის, ნოსტეს, უიარაღოს, მესხის, მუშათა, კელაპტრიშვილის, ძმობის, ჩოდრიშვილის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
11-დან 18:00 საათამდე შუქი დაბა კოჯორს, ხოლო 13-დან 14:00 საათამდე საბურთალოს, შმიდტის, ცაგარელის, საირმის, მიცკევიჩის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.

















