logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია“ დევნილ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ობიექტებზე შეჭრისგან თავშეკავებას ურჩევს
„დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია“ დევნილ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ობიექტებზე შეჭრისგან თავშეკავებას ურჩევს
15:19 26.10.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია“ დევნილ და სოციალურად დაუცველ სამოქალაქო საზოგადოებას სხვადასხვა ობიექტებზე შეჭრისგან მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც „დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის“ ხელმძღვანელმა ლელა გულედანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ორგანიზაციამ თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ობიექტებზე დევნილების შეჭრის ფაქტები შეისწავლა, რამაც გამოააშკარავა, რომ ობიექტებზე დევნილებთან ერთად ის ადგილობრივი მოსახლეობა შედის, რომელთა სოციალური ფონიც ძალიან მძიმეა.

მისი თქმით, არსებულმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დევნილთა მიმართ წინა მთავრობის პოლიტიკა შესაცვლელია.

გულედანის განცხადებით, ობიექტებზე შეჭრილი მოქალაქეები თავიანთ არასწორ მოქალაქეობრივ პოზიციას აცნობიერებენ და აცხადებენ, რომ იძულებულნი არიან ძველი მთავრობის მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილი პროტესტი ახლა გამოხატონ.

„დევნილ და არადევნილ მოქალაქეებს მივმართავთ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ასეთი ტიპის ქმედებებისგან და როგორც ამ ქვეყნის ღირსეულმა მოქალაქეებმა ხელი შეუწყონ მთავრობის გადაბარების პროცესს, რათა მათი პრობლემები დროულად და უმტკივნეულოდ მოგვარდეს“ - განაცხადა გულედანმა.

ამასთან, გულედანი დევნილთა და განსახლების ახალ მინისტრ დავით დარახველიძეს და თბილისის მერიას მიმართავს, ობიექტებზე შეჭრის ფაქტებთან დაკავშირებით სტრატეგია რაც შეიძლება სწრაფად შემუშავდეს, რომელშიც ორივე მხარის ინტერესები დაცული იქნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა