თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 16:00 საათამდე 
გლდანის VI მიკრორაიონს, ვარკეთილის მასივის I, III, IV, X კვარტლებს, შუამთის, საცხენისის, თრიალეთის და კალოუბნის ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 10-დან 17:00 საათამდე ნუცუბიძის IV მიკრორაიონს, ვაჟა-ფშაველას IV კვარტალს და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტალს, წინანდლის და კასპის ქუჩებს შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის ნაწილს, თემქის დასახლების IV კვარტალს, III მიკრორაიონის I და IV კვარტლებს, ლაგურაშვილის და რომელაშვილის ქუჩებს შეეხება.
 
10-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება ცოტნე დადიანის გამზირის ნაწილს, ძმები გარიშვილების, გოგაშენის, ვაზიანის და ბჟოლეთის ქუჩებს არ მიეწოდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












