თბილისის მერიასთან მიმდინარე სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა აქციაზე შეუძლოდ კიდევ ორი ქალბატონი გახდა.
ერთ-ერთი მათგანი მერიის ფოიეში იმყოფებოდა და დაცვას შენობაში შეშვებას სთხოვდა. დაცვამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც აქციის მონაწილემ გონება დაკარგა.
მანამდე კი, ნერვიულობის ნიადაგზე ცუდად ერთი ქალბატონი გახდა.
ამ დროისთვის, თბილისის მერიასთან საპატრულო პოლიცია და ორი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაა მობილიზებული.
მერიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მათი ხუთი წარმომადგენლისა და მერიის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას შორის მიმდინარე შეხვედრის შედეგებს ელიან. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი აქციის გაგრძელებას გეგმავენ.
სოციალურად დაუცველი პირები მერიისგან ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

















