logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ზამთრის პერიოდში დასუფთავების გადასახადი განახევრდება
ზამთრის პერიოდში დასუფთავების გადასახადი განახევრდება
15:43 25.10.2012

თბილისის საკრებულო დასუფთავების გადასახადის შემცირების ახალ მოდელს ხვალ სხდომაზე წარადგენს.


საკრებულოს დეპუტატებმა დასუფთავების ტარიფზე დღეს კომისიების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს და თბილისის მერიის მიერ შემუშავებული გადასახადის 50%-ით შემცირების მოდელი განიხილეს, რაც 1 კვტსთ. გახარჯულ ელენერგიაზე 2,5 თეთრს ითვალისწინებს.

კერძოდ, თუ დღემდე მოხმარებული 100 კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე მოსახლე 1 კვტსთ-ში 5 თეთრს იხდიდა, ეს ციფრი 2.5 თეთრამდე შემცირდა.

ამასთან, როგორც სხდომაზე დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ კოკი იონათამიშვილმა განაცხადა, ძალაში დარჩება სოციალურად დაუცველ პირთა შეღავათიები და ისინი 2.5 თეთრის ნახევარს გადაიხდიან.

თბილისის მოსახლეობა, აღნიშნული მოდელით, დასუფთავების გადასახადს ზამთრის სეზონზე - ნოემბერ-მარტში გადაიხდის.

სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა კახა კუკავამ საკითხის გადადების შესახებ წინადადება წამოაყენა და განაცხადა, რომ უმჯობესია მისი განხილვის გადადება და გადაწყვეტილების ახალ მთავრობასთან შეთანხმებით მიღება.

კუკავას განმარტებით, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, რამდენჯერმე განაცხადა, რომ სისტემის მთლიანად შეცვლას გეგმავს, რაც ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის განცალკევებას გულისხმობს.

„ხალხმა გააკეთა არჩევანი, ხოლო „ქართული ოცნების“ დაპირება იყო, სისტემის გაუქმება. ამიტომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის მიზერული ცვლილება. მინდა ვთხოვო ცენტრალურ მთავრობას კიდევ ერთხელ დაინტერესდეს და მის მიერ გაცემული დაპირების შესრულება დაიწყოს“-განაცხადა კუკავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებით, თბილისის მერიამ ამ მოდელის შეთავაზებით, საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო.

„დღეისთვის ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი და ყველაზე კარგი გამოსავალი. ამ მოდელს გარკვეული დოტაცია სჭირდება. მერია ამაზე მუშაობს და ბიუჯეტის დამტკიცებისას ამ საკითხსაც განიხილავს“-განაცხადა იონათამიშვილმა.

თბილისის საკრებულომ აღნიშნული მოდელი ხვალიდნელ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა