კომპანია „თელასის“ ცენტრალურ ოფისთან კომპანიის ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე „თელასის“ ყველა ბიზნესცენტრის თანამშრომელი იმყოფება.
ხალხის სიმრავლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნა კომპანიის კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომა და სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებაა.
მათი განცხადებით, ერთ-ერთი მოთხოვნაა ხელფასების ზრდა და სამუშაო პირობების გადახედვა.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ფართმასშტაბიან გაფიცვებს გავაგრძელებთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს დირექტორი წავა. ვინც არ უნდა მოვიდეს კომპანიაში, იმედია, ხალხის აზრს ყურადღებას მიაქცევს“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
„თელასის“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და „თელასის“ პროფკავშირის თავმჯდომარე მოშიმშილე მალხაზ ღონიაშვილიც იმყოფებიან.

















