logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართველმა ემიგრანტებმა არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსეს
ქართველმა ემიგრანტებმა არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსეს
12:49 25.10.2012
ქართველმა ემიგრანტებმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია - „მე დავბრუნდები“ დაარსეს. ორგანიზაციის დამფუძნებლები საბერძნეთიდან, თურქეთიდან და აშშ-დან საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტები მამუკა ლიპარტელიანი, მაია კობაიძე და ინა ოსიძე არიან.

როგორც დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა აღნიშნეს, მათი მიზანი ქართველ ემიგრანტებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებაა, რადგან ემიგრანტებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველო მათზე ზრუნავს.

მათივე თქმით, ორგანიზაციის მიზანი ქართველი ემიგრანტების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვაა.

„ორგანიზაციის ამოცანაა, ხელი შეუწყოს ქართველი ემიგრანტების სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ინტეგრაციას იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებიან, ასევე, კონსტუქციულად ითანამშრომლოს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და დიასპორების სამინისტროებთან“ - განაცხადეს ორგანიზაციის დამფუძნებლებმა.

მამუკა ლიპარტელიანის თქმით, მათ ამერიკაში, თურქეთსა და საბერძნეთში არაერთი წელი უცხოვრიათ, ამიტომ კარგად ესმით ის ტკივილი, რასაც ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში განიცდიან.


„კარგად ვიცით, რა წინაპირობა შექმნა მთავრობამ ემიგრანტებისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. ამ არჩევნებმა ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნების იმედი ჩაუსახა“ - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ორგანიზაციას დაფინანსება არ აქვს, თუმცა, სხვადასხვა პროექტების განსხორციელებლად და დაფინანსების მოსაპოვებლად იმუშავებს.

როგორც ინა ოსიძემ აღნიშნა, ისინი თურქეთში მცირე ფაბრიკებთან, რომლებიც თანახმა არიან თავიანთი საქმიანობა საქართველოში განაგრძონ, მოლაპარაკებას აწარმოებენ და ემიგრანტები სწორედ ამ ფაბრიკების საქმიანობას გაუწევენ კურირებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა