logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ ტელეკომპანია „პიკის“ ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს
ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ ტელეკომპანია „პიკის“ ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს
12:01 25.10.2012
რუსულენოვანი ტელეკომპანია „პირველი კავკასიურის“ თანამშრომლები, მაუწყებლობის გაგრძელების მოთხოვნით, ამ წუთებში ქუთაისში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ სიმბოლურად საინფორმაციო გამოშვების ინსცენირება მოახდინეს, კერძოდ, მოაწყეს მინისტუდია, დადგეს სუფლიორი და „საინფორმაციო გამოშვებაში“ „პიკის“ განვლილ საქმიანობაზე ისაუბრეს.

როგორც „ნიუსპრესს“ „პიკის“ ჟურნალისტმა ნანა პლიევამ განუცხადა, მათი მოთხოვნაა საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლა და იმ თანხების ხარჯვის საკითხის შესწავლა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან „პიკის“ მაუწყებლობისთვის იყო განკუთვნილი. კერძოდ, თანამშრომლებს აინტერესებთ სად გაქრა წლიური 14 მლნ-დან დარჩენილი 2 მლნ ლარი, რომელიც წლის ბოლომდე ტელევიზიას უნდა მოხმარებოდა.

„პიკის“ ჟურნალისტები მათი მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზად, ეთერში გასულ იმ გადაცემას ასახელებენ, სადაც მათ ლეგიტიმური კითხვები დასვეს.

„ჩვენ პირდაპირ ეთერში დავსვით კითხვები თუ რატომ მოგვხსნეს სატელიტიდან, სად წავიდა „პიკისთვის“ განკუთვნილი თანხები და რა ბედი ეწევა ჩვენს ტელევიზიას. აღნიშნული კითხვები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა გია ჭანტურიამ „შეუთანხმებელ კითხვებად“ მიიჩნია, რის გამოც მაუწყებლობა შეგვიწყვიტა“ - განაცხადა პლიევამ.

ტელევიზიაში 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

ტელევიზიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს სთხოვენ, საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლას, რომელიც შეისწავლის ტელევიზიისთვის განკუთვნილი თანხების ხარჯვის მიზობრიობას და ტელევიზიის დახურვის მიზეზს.

„პიკის“ მხარდამჭერ აქციას სოლიდარობას უცხადებს უკრაინის დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომელიც კიევში, საქართველოს საელჩოსთან გამართავს მდუმარე აქციას სახელწოდებით „ჩვენ ვდუმვართ, მაგრამ ჩვენი დუმილი მრავლისმთქმელია“ .

„პიკის“ თანამშრომლებს მხარს უჭერენ სერბ ჟურნალისტთა კავშირი, ხორვატიის მედიაპროფკავშირი, ბელორუსის ჟურნალისტების ასოციაცია და კავკასიისა და შუა აზიის ჟურნალისტური ორგანიზაციების ქსელის აზერბაიჯანული განყოფილება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა