არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ორგანიზებით, სამტრედიის რაიონში სამდღიანი სემინარი იმართება.
სემინარი პროექტ "ადგილობრივი ქალების ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობის კამპანიის" ფარგლებში მიმდინარეობს.
სემინარები სოფელში მცხოვრები ქალების ცოდნის ამაღლებას, მათი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ინფორმირებას ემსახურება.
პროექტის მონაწილეებს ის უფლებები გააცვნეს, რომელიც მათ კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით ენიჭებათ. ასევე, მექანიზმები, რომელიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შემცირებას უწყობს ხელს.
მსგვასი სემინარები საქართველოს 6 რეგიონის სხვადასხვა სოფელში უკვე ჩატარდა. პროექტი 8 მარტს დასრულდება.

















