„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ დღეს სასამართლო სისტემის ელექტრონული რესურსების მონიტორინგის შედეგებს წარადგენს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, მონიტორინგი სასამართლო სისტემაში შემავალ 16 ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდს ჩაუტარდა. შეფასდა მათი ინფორმაციული გამჭვირვალობა და ტექნიკური გამართულობის ხარისხი.
მონიტორინგი პროექტის „საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება“ ფარგლებში განხორციელდა.
შეხვედრაზე პროექტის დეტალური ანგარიშს წარადგენენ, ასევე, საუბარი შეეხება მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ პრობლემების ანალიზს და რეკომენდაციებს.
პრეზენტაციას სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

















