კომპანია „თელასის“ ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლები დღეს კომპანიის ცენტრალურ ოფისთან ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „თელასის“ სამგორის ბიზნესცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა ნინო ტივაძემ განუცხადა, კომპანიის კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომის მოთხოვნით, აქციაზე „თელასის“ ყველა სერვისცენტრის თანამშრომელი შეიკრიბება.
მისი თქმით, არსოშვილის გაგადგომასთან ერთად, მათი მთავარი მოთხოვნა გათავისუფლებული 125 თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებაა, რომელთაც წასვლის შესახებ განცხადებები იძულებით დააწერინეს.
„თელასის“ თანამშრომლები საპროტესტო აქციებს მეორე კვირაა მართავენ. აღნიშნული მოთხოვნებით, „თელასის“ პროფკავშირების თავმჯდომარე მალხაზ ღონიაშვილი მესანე დღეა შიმშილობს. მან შიმშილობა 22 ოქტომბრის საღამოს, „თელასის“ ოფისის წინ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ დაიწყო.
ამასთან, ზურაბ არსოშვილმა 22 ოქტომბერს კომპანიის გენერალურ დირექტორ აშოტ მანუკიანს უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ განცხადებით მიმართა.

















