რუსულენოვანი ტელეარხის „პირველი კავკასიურის“ თანამშრომლები ხვალ დილიდან ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, ტელეკომპანიის მაუწყებლობლობის შეწყვეტის გამო აქციას გამართავენ.
ტელეკომპანიის წარმომადგენლები გეგმავენ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის დავით უსუფაშვილის სახელზე პარლამენტში წერილის შეტანას.
„პიკის“ თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ არხის მაუწყებლობის გათიშვის ძირითადი მიზეზი ფინანსური პრობლემაა და პარლამენტს „პიკსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელში რიგგარეშე აუდიტის ჩატარების თხოვნით მიმართავენ.
„პიკის“ კოლექტივი საზოგადოებრივ მაუწყებლის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე საუბრობს და მაუწყებლის გენერალური დირექტორისაგან მოითხოვს პასუხს - სად წავიდა 2 მლნ-ზე მეტი ლარი, რომელიც ტელეკომპანია „პიკისთვის“ წლის ბოლომდე იყო გამოყოფილი.
სულ წლის განმავლობაში ტელეარხისთვის 14 მლნ ლარია გათვალისწინებული.
„პიკის“ მაუწყებლობა საზოგადოებრივი მაუწყებელის ხელმძღვანელობამ 20 ოქტომბერს შეწყვიტა და ამის მიზეზად „პიკის“ მიერ მასთან შეუთანხმებელი მოქმედებები და ხელშეკრულების პირობების დარღვევა დაასახელა.

















