პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეიძლება, სახელმწიფო ეკლესიას დაეხმაროს, მაგრამ არა იმ მეთოდით, როგორც დღეს ხდება.
„კერძოდ, მიუღებელია ის, რომ პიროვნულად უნიშნავენ მანქანებს და ხელისუფლება წყვეტს, ვის რა მისცეს და მათ ეს დახმარება როგორ მოიხმარონ. ასე არ უნდა ხდებოდეს. თუ საჭიროა, ხელისუფლება ეკლესიას უნდა ეხმარებოდეს, რაც ნორმალური პროცესია, მაგრამ თავად სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, დახმარება როგორ და რაში მოიხმაროს. ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს და ჩვენ ამას დავიცავთ“-აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ჯერჯერობით დაზუსტებით ძნელია თქმა, გადარიცხავს თუ არა ახალი მთავრობა თანხებს ეკლესიის ანგარიშზე.
„ამას ახლა დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ეს იმ ძირითადს არ არღვევს, რომ ეკლესია უნდა იყოს დამოუკიდებლი“-განაცხადა ივანიშვილმა.

















