წუხელ ქუთაისში ძლიერ წვიმის გამო, პარლამენტის შენობის ფოიეში რამდენიმე ადგილას წყალი ჩავიდა. წყლის გუბეების გაწმენდას ამ დროისთვის დამლაგებლები ცდილობენ.    
ამასთან, წყლის ჩასვლის გარდა, მედიამ პარლამენტის შენობაში რამდენიმე ადგილას მღრნელებიც შენიშნა. 
ქუთაისის პარლამენტის ახლადაშენებულ შენობაში წყლის ჩასვლის შემთხვევა პირველი არ არის. სანამ საკანონმდებლო ორგანო პირველ სხდომას გამართავდა, შენობაში წყალი რამდენჯერმე ჩავიდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












