„საქართველოს რკინიგზაში“ თანამშრომლებსა და ხელძღვანელობას შორის მოლაპარაკებები განახლდა. 
შეხვედრას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გუშინდელი ხუთსაათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. 
იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა დღეს არ დაკმაყოფილდება, ის ადამიანები გეგმავენ გაფიცვას, რომლებიც სატვირთო მატარებლების მოძრაობას უზრუნველყოფენ.  
რკინიგზაში აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში რკინიგზის ფონდი 8 მლნ ლარით გაიზარდა და ხელფასების მატება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












