logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი“ აზარტული თამაშების შეზღუდვას ითხოვს
„ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი“ აზარტული თამაშების შეზღუდვას ითხოვს
15:48 23.10.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი“ ახალი ხელისუფლებისგან აზატრული თამაშების შეზღუდვის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

„ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის ზვიად ტომარაძის განმარტებით, აზატრულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც შეუზღუდავი სარეკლამო კამპანიითაა განპირობებული.

მისი თქმით, ქალაქში აგრეთვე, არნახული მასშტაბებით იმატებს სლოტ-კლუბებისა და სამორინეების რაოდენობა, ქართულ ინტერნეტ ბაზარზე ახალ-ახალი კომპანიები იქმნება, რომლებიც მომხმარებლებს სწრაფ გამდიდრებას სახლიდან გაუსვლელად სთავაზობენ.

„შედეგად ქვეყანაში სავალალო მდგომარეობას და კიდევ უფრო დამძიმებულ სოციალურ გარემოს ვიღებთ“ - აღნიშნა ტომარაძემ.

მისივე თქმით, ყოველივე ამას ხელს უწყობს ინტერნეტ თამაშების ინტენსიური რეკლამირება და ასევე, სათამაშო ბიზნესის რეკლამა საზოგადოებრივ ტრანსპოტზე თუ თავშეყრის ადგილებში.

როგორც ტომარაძემ აღნიშნა, აზარტული თამაშები აკრძალულია თურქეთსა და აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში კაზინოები მხოლოდ სამ რეგიონშია დაშვებული. ასევე, სათამაშო ბიზნესი ნებადართულია რუსეთის მხოლოდ ოთხ რეგიონში.
აქედან გამომდინარე, „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი“ მოითხოვს სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვას საინფორმაციო საშუალებებით, ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მკვეთრად შეზღუდვას.

ამასთან, ორგანიზაციას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სათამაშო ბიზნესი დაშვებული იყოს მხოლოდ ისეთ ტერიტორიულ ზონებში, რომლებიც ეკონომიკური განვითარებით დანარჩენ რეგიონებს მკვეთრად ჩამორჩებიან. ორგანიზაციამ სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავა, რომელსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა