კახეთში, სოკოსგან ინტოქსიკაციით 60 წლის ელდარ ქევხიშვილი გარდაიცვალა. ქევხიშვილმა კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით გურჯაანის კლინიკას რამდენიმე დღის წინ მიმართა.
პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ პაციენტი ბინაზე გაწერეს, თუმცა, მდგომარეობის გართულების გამო იგი კვლავ საავადმყოფოში მოათავსეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ელდარ ქევხიშვილი შეუძლოდ სოკოს მიღების შემდეგ გახდა და შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტი ღვიძლისა და თირკმლის მწვავე უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.

















