თბილისში ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“
აცნობეს, შეზღუდვა დაზიანებულ წყალსადენზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო  სამუშაოს  ჩატარებითაა გამოწვეული.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსის“ ცნობით, დღეს 11:00 საათიდან 24:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება ჭავჭავაძის გამზირს, ირაკლი აბაშიძის, ფალიშვილის, მოსაშვილის, ატენის, რამიშვილის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, საჯაიას, დარიალის, რაზმაძის, კავსაძის, რადიანის, მუხაძის, ბერძენიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ფასანაურის, იოსელიანის და ტეხურის ქუჩებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით ყიფშიძის ქუჩა მიიღებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












