დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩას ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება. 
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14:00  საათამდე დაბა წყნეთს, 
კერძოდ, მერაბ კოსტავას და ქეთევან წამებულის ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 10-დან 16:00 საათამდე ფალიაშვილის, აბაშიძის და კავსაძის ქუჩებს, გლდანის IV და გლდანის IIIა მიკრორაიონებს, ვარკეთილის მასივის VI, VII, VIII და IX კვარტლებს, შუამთის და კალოუბნის ქუჩებს შეეზღუდება.
10-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა ფშავის, ახალუბნის, ოძისის და რუისპირის ქუჩებს, დიღმის მასივის IV და VI კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის III, IV კვარტლებს, ტაშკენტის და ზემო ვეძისის  ქუჩებს შეეხება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ენერგომომარაგება რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, ზღვისუბნის II მიკრორაიონს, ზედამზის, ლაითურის, თოდრიას, გორდის და კლდეკარის ქუჩებს არ მიეწოდება.
 
შუქი 10-დან 18:00 საათამდე თიანეთის, ტიბაანის, დავით გარეჯელის, გუდამაყრის, მუხრანის, თოდრიას, ლუბოვსკის, ასურეთის, სანავარდოს და კიშინიოვის ქუჩებს, წერეთლის გამზირის ნაწილს და სტანისლავსკის ქუჩას გაეთიშება.
ელექტროენერგიის მიწოდება 11-დან 17:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას I შესახვევს, ზაქარიაძის და ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ხოლო 11-დან 18:00 საათამდე გალაკტიონ ტაბიძის, მაჩაბლის, ასათიანის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












