კახეთის გზატკეცილზე მრავალფუნქციური კომპლექსის East Gate-ის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა გაეცნო.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამჟამად, ახალი ობიექტისთვის მიწის მოჭრის სამუშაოები და საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს.
მერიის ინფორმციით, პროექტს CBD Development-ი ახორცილებს. აღნიშნული ობიექტის მშენებლობაში კომპანია 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
მრავალფუნქციური კომპლექსი რამდენიმე 2 და 3 სართულიან შენობას გააერთიანებს, სადაც სხვადასხვა დანიშნულების კომერციული ობიექტი განთავსდება. კერძოდ, მოეწყობა გალერეები, გასართობი ცენტრები, ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები, რომლებიც ერთმანეთს ხიდებითა და ტერასებით დაუკავშირდებიან.
კომერციული ცენტრის ეზოში ასევე, დაგეგმილია კონოთეატრის, საზაფხულო სკოლის, ბოულინგისა და ფიტნეს ცენტრების მშენებლობა.
მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

















