თბილისის ვაკის რაიონის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, შეზღუდვა
დაზიანებულ წყალსადენზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარებითაა გამოწვეული.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, ხვალ 11:00 საათიდან 24:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება ჭავჭავაძის გამზირს, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, ატენის, რამიშვილის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, საჯაიას, დარიალის, რაზმაძის, კავსაძის, რადიანის, მუხაძის, ბერძენიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ფასანაურის, იოსელიანისა და ტეხურის ქუჩებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ყიფშიძის ქუჩა წყალს დაბალი წნევით მიიღებს.

















