"საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების" ქალთა კომიტეტი თემაზე - "ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა და ქალთა შრომითი უფლებები" ხვალ კონფერენციას გამართავს.
კონფერენციაში მონაწილეობას ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე პარლამენტის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
როგორც "ნიუსპრესს" "პროფკავშირების გაერთიანებიდან" აცნობეს, კონფერენცია ქალთა კვირეულის ფარგლებში იმართება.

















