ვაკისა და გლდანის ნაწილს, საშუალო წნევის გაზსადენის გადალაგების გამო, დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ის ინფორმაციით, 11.00 საათიდან გაზი არ ექნება ქვემო წყნეთის მოსახლეობას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიამდე და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი კვებისა და სამრეწველო ობიექტებს; გლდანის III "ა" მიკრორაიონის მოსახლეობას და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ სამრეწველო და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს.
გაზმომარაგების აღდგენა დღეს 17.00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება.
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

















