logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებები
ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებები
12:12 20.10.2012
ტელეკომპანია „იმედი“ ამ დროისთვის არც ერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ არხის საპროდიუსერო ჯგუფში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, არხის დატოვებას არც ერთი ჟურნალისტი არ აპირებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიამ საინფორმაციო გამოშვებები დროებით შეაჩერა, გადამღები ჯგუფები ქვეყანაში განვითარებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენების გადაღებას მაინც აწარმოებენ.

რაც შეეხება ტელეკომპანიის პატარკაციშვილების ოჯახისთვის გადაბარების პროცესს, ასევე, ხელმძღვანელობის ცვლილებას, საპროდიუსეროში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები მენეჯმენტის დონეზე იმართება და დეტალების შესახებ ინფორმაცია მათ არ აქვთ. თანამშრომლებმა არც ის იციან, თუ როდის აღდგება არხზე საინფორმაციო გამოშვებები.

ტელეკომპანია „იმედის“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. საინფორმაციო გამოშვების შეჩერების გადაწყვეტილება სწორედ არხის ახალმა მენეჯმენტმა მიიღო.

როგორც პატარკაციშვილები აცხადებენ, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ტელეკომპანიამ საზოგადოებას ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაცია მიაწოდოს. ამასთან, ახალმა მფლობელებმა ყველა თანამშრომელს, „ვინც მიიჩნევს, რომ „იმედზე“ არ უნდა მუშაობდეს“, არხის თავისი ნებით დატოვებისკენ მოუწოდეს.
ტელეკოპანია უკვე დატოვა ნანუკა ჟორჟოლიანმა. გადაწყვეტილების მიზეზად კი მან ის „ადამიანური უხერხულობა“ დაასახელა, რომელიც შესაძლოა, ახალ მფლობელებს არხზე მისმა ყოფნამ შეუქმნას.

ტელეკომპანია „იმედის“ ერთპიროვნულ მფლობელად 2011 წლის 29 დეკემბრიდან კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ითვლებოდა, რომლის ერთ-ერთი მეწილე ეკომონიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძეა. ის ასევე „იმედის“ გენერალური დირექტორიც იყო, თუმცა თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გადადგა.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიის ხელმძღვანელად ჟურნალისტი რეზო საყევარიშვილი ინიშნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა